ყირგიზეთში სატვირთო მანქანამ 29 ბავშვი გაიტანა

სულ ნახვები : 481
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტრაგედია დატრიალდა ყირგიზეთში. სოფელ ჟერგე-ტალთან, სასკოლო ღონისძიების მსვლელობისას ბაყინუთ დატვირთული  სატვირთო მანქანა გორაკიდან დაგორდა.

დაგორების მომენტში მანქანაში  მძღოლი არ იჯდა.

მანქანა ბავშვებს დაეჯახა.

სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო 29 მოზარდმა, მათი ასაკი 11-დან 16 წლამდე მერყეობს. შემთხვევის დროს მოსწავლეთა უმრავლესობა დაგორებული მანქანისკენ ზურგით იჯდა.

გამოძიების ვერსიით ავტომობილი ნეიტრალურ სიჩქარეში იყო და გორაკიდან თავისით დაგორდა.

დაშავებულთა შორის 3 მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა, 12 მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი, დანარჩენებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა