აშშ-ის საელჩომ ამერიკის მოქალაქეებისთვის თბილისში გადაადგილების შეზღუდვები დააწესა

სულ ნახვები : 223
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებისთვის და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 

განცხადების მიხედვით, საელჩომ თბილისში არსებული საპროტესტო ფონიდან გამომდინარე, საელჩოს აშშ-ის მოქალაქე თანამშრომლებისთვის და ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებისთვის, კონკრეტული შეზღუდვები აამოქმედა. 

CNews-საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტს, უცვლელად გთავაზობთ. 

„აშშ-ის საელჩოს გაფრთხილება

ადგილმდებარეობა: შოთა რუსთაველის გამზირი, პარლამენტის გარშემო ტერიტორია. 

ვითარება: მოსალოდნელია, რომ ფართომასშტაბიანი აქციები, რომლებიც მიმდინარეობს „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით გაგრძელდება თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის წინა პერიმეტრზე, შოთა რუსთაველის გამზირზე. 

დემონსტრანტების ხილვა შესაძლებელია რუსთაველის ქუჩის ორივე მხრიდან, რომლებიც მოემართება პარლამენტის შენობისკენ, ასევე რუსთაველის გამზირის მომიჯნავე ქუჩებზე. დემონსტრაციების მსვლელობის დროს მოსალოდნელია სატრანსპორტო კოლაფსი თბილისის ქუჩებში. 

არც ისე დიდი ხნის წინ დემონსტრაციებს თან სდევდა შეტაკება, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს შორის. 

მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, აშშ-ის საელჩო თბილისში უკრძალავს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ სასტუმროების გამოყენებას, რომლებიც მოქცეულია წითელ ზონაში. 

გარდა ამისა, აშშ-ის საელჩოს ის წარმომადგენლებს, რომლებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები, საელჩოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ეკრძალებათ მონიშნულ ზონაში გადაადგილება 18:00 საათიდან, 05:00 -მდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა