გუშინ იდენტიფიცირებული ზონდერები თბილისის მერიისგან ყოველთვიურად 500 ლარს იღებენ, - ირაკლი აბესაძე

სულ ნახვები : 1,676
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გუშინ, 2 მაისს,  ხელისუფლების ზონდერები გმირთა მოედანზე ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდბენ. რამდენიმე მათგანი იდენტიფიცირებულია.

პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი აბესაძე წერს, რომ იდენტიფიცირებულ ზონდერებს კახა კალაძე  ხელფასს უხდის.

"გუშინ თავდამსხმელებად მედიაში დასახელებული პირები: ისაკ (გიორგი) უბილავა და დავით ჯავახია, როგორც წარმატებული მწვრთნელები(!!!) თბილისის მერიისგან ყოველთვიურად 500 ლარს იღებენ.

კახა კალაძე განმარტე, ეს ხალხია თუ არა და რაში უხდი ბიუჯეტიდან ფულს ამ ხალხს?

P.S. ამავე პროგრამიდან ფულს იღებენ კორცხელის თავდასხმაში მონაწილე სხვა სპორტსმენები.

P.S. ამ ,,წარმატებულ მწვრთნელებზე” ყოველწლიურად 2.6 მილიონი ლარი იხარჯება (იმედია 350-მდე ადამიანში, რომელიც ყოველთვიურად 500 ლარს იღებს, ღირსეული სპორტსმენებიც არიან)," - აღნიშნავს აბესაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა