რატომ ვერ ხერხდება 7 ტონა ოქროს ზოდების საქართველოში ჩამოტანა? - რომან გოცირიძე

სულ ნახვები : 793
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი 7 ტონა ოქროს ზოდების საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით დეპუტატი რომან გოცირიე ეროვნული ნაბკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას სადეპუტატო კითხით მიმართავს.

„როგორც მედიიდან გახდა ცნობილი, ეროვნული ბანკის საცავი არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რის გამოც ვერ ხერხდება ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი 7 ტონა ოქროს ზოდების საქართველოში ჩამოტანა.

რომელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ განხორციელდა შენახვის პირობების შემოწმება, რა სახის ხარვეზები იქნა აღმოჩენილი და როდის იგეგმება მისი გამოსწორება. ასეთ პირობებში ოქროს ზოდების შენახვა რა სახის რისკებთანაა დაკავშირებული?“, - წერს რომან გოცირიძე თავის სადეპუტატო შეკითხვაში.

შეგახსენებთ,  2024 წლის აპრილში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ 7 ტონა ოქროს შეიძენს, რომელსაც სქართველოში ჩამოიტანს. ეკონომისტები ამას სარისკო ოპერაციად მიიჩნევენ და მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებულ შიშს უკავშირებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა