ვანო ნადირაძე: ხარებას ბანდა ჩემ შვილს სასტიკად გაუსწორდა

სულ ნახვები : 449
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის შვილი სასტიკადაა ნაცემი. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ვანო ნადირაძე ავრცელებს.

ნადირაძის თქმით, მისი შვილი ხარებას დაჯგუფების წევრებმა, პირველ მაისს,  მაშინ სცემეს, როდესაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისასვლელად, თავისუფლების მოედანზე მანქანას აჩერებდა.

ნადირაძის თქმით, მისი ნაცემი შვილი ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ კი დუშეთის იზოლატორში გადაიყვანეს, საიდანაც 48 საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

„პირველ მაისს ჩემი შვილი სასტიკად იქნა ნაცემი თავისუფლების მოედანზე, იმ დროს როცა მანქანას აჩერებდა - არც კი იყო მისული პროტესტის ადგილამდე. მიესია ხარებას ბანდა, ხარებას თამადობით - ხარებაც უშუალოდ იქ იყო. სასტიკად სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილი იყო. რის შედეგადაც, უკვე მძიმე მდგომარეობაში, ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ დუშეთის რაიონის იზოლატორში.

ოჯახი და შვილი არის წმინდა. ხარება, ახლა შენ  ალბათ ჩემს პასუხს უნდა ელოდო, მაგრამ შენს, თქვენს ოჯახებს ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ. ასე, რომ, დღესდღეობით, ჩვენს ახალ, ლამაზ თაობას, რომელთაც მოძრაობა აქვთ დაწყებული სამშობლოსათვის, მე არ მაქვს უფლება, რომ ჩემი რაღაც მოქმედებით ხელი შევუშალოთ. იმისთვის, თქვენ რუსმა კაგებეშნიკებმა რამე ჩირქი არ მოსცხოთ და შავი პიარი არ აუგოროთ. ეს განათლებული თაობა მართლაც ბოლოს მოგიღებთ“, - ამბობს ვანო ნადირაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა