დააკავეთ და გადაათრიეთ უახლოეს განყოფილებაში - ვისი დაკავების ბრძანება გასცა შსს-მ შიდა ჩატებში?

სულ ნახვები : 1,470
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

დააკავეთ და გადაათრიეთ უახლოეს განყოფილებაში - ეს არის ამონარიდი ტექსტიდან, რომელიც პოლიციის დანაყოფების შიდა ჩატში შსს-მ გაავრცელა. 

ტექსტი, რომელიც Cnews-მა მოიპოვა, ერთ-ერთი რეგიონის პოლიციის შიდა ჩატიდან არის. ჩვენი ინფორმაციით, ანალოგიური ტექსტები დაიგზავნა საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ქვედანაყოფის შიდა ჩატებში.

„არსებული ინფორმაციით მომიტინგეები და მათი ორგანიზატორები აპირებენ სხვადასხვა აქცია-პერფორმანსის გამართვას, მათ შორის გეგმავენ, რომ პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა ვითომდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა გაიხადონ ფორმები, დახიონ სამსახურებრივი მოწმობები, გააკეთონ განცხადებები, რომ უარს ამბობენ პოლიციაში მუშაობაზე, თითქოსდა ასრულებენ უკანონო დავალებებს და გადადიან მომიტინგეთა მხარეს. შეიძლება ასეთი ქმედება განხორციელდეს მიტინგზე, გზების გადაკეტვის დროს, ან ჩაწერონ ვიდეო მიმართვა. აღნიშნული ემსახურება პოლიციელებში დეზორგანიზაციას და დაბნეულობის გამოწვევას, რითაც ისარგებლებენ და მოაწყობენ სხვადასხვა პროვოკაციებს. 

ასეთი ფაქტების შემთხვევაში ვისაც გექნებათ საშუალება დააკავეთ ამ აქცია პერფორმანსში მონაწილე ვითომდა პოლიციელები და გადაათრიეთ უახლოეს განყოფილებაში!“, - ვკითხულობთ ტექსტში. 

ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა შს სამინისტრომაც, თუმცა განცხადებაში არ ყოფილა აღნიშნული რა მეთოდებით გაუსწორდებიან იმ პირებს, რომლებიც მსგავს ქმედებას განახორციელებენ. 

CNews- ის ინფორმაციით, სამართალდამცავ უწყებებში ნამდვილად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ემიჯნებიან იმას, რასაც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები აკეთებენ აქციის მონაწილეების მისამართით და მსგავსი ქმედება შესაძლებელია ნამდვილად განხორციელდეს მათი მხრიდან, ხოლო შსს წინასწარ იზღვევს თავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა