იმერეთის მედიამ და არასამთავრობო სექტორმა ზაზა ლომინაძე სიცრუეში ამხილა

სულ ნახვები : 410
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

იმერეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაზა ლომინაძე სიცრუეში ამხილეს. 

ორგანიზაციების განცხადებით, ლომინაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მან დანიშნა შეხვედრა ადგილობრივი მედიების და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლებთან „უცხოური ინტერესების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სასაუბროდ, სიმართლეს არ შეესაბამება. 

„ჩვენ, ქუთაისში მოქმედი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, ქალაქის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეხვედრის დანიშვნასთან დაკავშირებით თემაზე „უცხოური ინტერესების გამჭვირვალობის შესახებ“.

ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მაჟორიტარი დეპუტატის კომენტარი მედიასთან (მეგა ტვ), რომ ჩვენს შორის რაიმე სახის საპასუხო კომუნიკაცია შედგა. დღემდე არ მიგვიღია ოფიციალურ მეილზე პასუხები, როგორც მაჟორიტარისგან ასევე მერისგან და საკრებულოს თავმჯდომარისგან. ერთ კვირაზე მეტია უშედეგოდ ველით მიმართვის წერილზე პასუხს.

სამწუხაროა, რომ თანამდებობის პირები მედიასთან ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ანდა თავს არიდებენ პასუხებს.

ჩვენ კვლავაც ვიმეორებთ ჩვენს მზაობას შეხვედრასთან დაკავშირებით და ველით მათგან კონკრეტული დღისა და საათის დანიშვნას“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, იმერეთში მომუშავე მედიებმა და ორგანიზაციებმა ლომინაძეს ე.წ. რუსული კანონის თაობაზე შეხვედრასთან დაკავშირებით, ორჯერ მიმართეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა