სამშობლოს ვჭირდებით - რუსული კანონის წინააღმდეგ ხვალ ბათუმში მსვლელობა გაიმართება

სულ ნახვები : 163
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"სამშობლოს ვჭირდებით!", "ბათუმო, გამოდი!" - ხვალ, 6 მაისს, 18:00 საათზე ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ მსვლელობა გაიმართება.

აქციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მართავენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, მსვლელობას შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის კიბეებთან შეიკრიბებიან და მსვლლეობით გმირთა ხეივნისკენ გაემართებიან.

"6 მაისს, 18 საათზე შევიკრიბებით უნივერსიტეტის კიბეებთან და მდუმარე მარშით დავიძრებით გმირთა მოედნისკენ, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნის პატივსაცემად", - წერია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა