ის, რაც ახლა მაგიდაზეა, არის ეს რუსეთის მაგალითზე დაფუძნებული უცხოეთის აგენტების კანონი - ო'ბრაიენი

სულ ნახვები : 196
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 სახელმწიფო დეპარტამენტი აქტიურად ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, უკან გაიწვიოს "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“. შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში საქართველოს ხელისუფლებას შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვისკენ და მშვიდობიანი პროტესტის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

"ამერიკის ხმასთან ინტერვიუში"  შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ჯიმ ო'ბრაიენი აღნიშნავს, რომ ამერიკისთვის ნათელი იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი რუსეთზე გააკეთა და ბარიერი აღმართა ევროინტეგრაციის გზაზე.

"საქართველომ თქვა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ნატო. ამრიგად, ამ კონტექსტში, [საქართველოსთან] ჩვენ გვაქვს დისკუსიები, რომლებიც შეიძლება არ გვქონდეს სხვა ქვეყნებთან. მთავრობამ განაცხადა, რომ სურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მოიწვევს საერთაშორისო დამკვირვებლებს. ეს არის ის, რაც ჩვენ ბუნებრივად გვეხება, რადგან ეს არის კლუბში გაწევრიანების ნაწილი, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ ნატოს შემთხვევაში, და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს [საქართველოს] ევროკავშირის შემთხვევაში. და ამ კონტექსტში, პრობლემურია სპეციალური და დისკრიმინაციული მოთხოვნები იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ გააკეთონ ის, რაც საქართველოს მთავრობას სურს, როგორიცაა [საერთაშორისო ორგანიზაციების] [არჩევნებზე] დაკვირვება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ხელშეწყობა.

ჩვენ ვიცით, რომ ქართველების 80%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ მისწრაფებას. კანონი, ვფიქრობ, არის ძალიან შორს წასვლის საკითხი, იმის შესაზღუდად, რაც ნორმალურია ევროპაში და ტრანსატლანტიკურ სივრცეში. Საუბარი მიმდინარეობს. სამწუხაროა, რომ ბევრი რამ ხდება იქ, რასაც “ტვიტერი” ერქვა. რეალურად ეს შეეეხება იმას, რომ ამ მთავრობამ პირობა დადო, ემუშავა სხვა მთავრობებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ერთად.

ჩვენ გვსურს მათთან მუშაობა, როდესაც გუშინ [საქართველოში] ევროკავშირის უფროსი წარმომადგენელი, ბატონი კოპმანი ჩავიდა, მან თქვა, რომ გვსურს ვიმუშაოთ თქვენთან ერთად ამ კანონზე. ჩვენ ვთქვით, ჩამოდით ვაშინგტონში, იმუშავეთ ჩვენთან ერთად კანონზე. თუმცა, ვითარება გადაიქცა ერთგვარ უცნაურ, ძლიერების საჯარო მტკიცებად. მე ვთვლი, რომ აქ საკითხი ისაა, თუ როგორ ელაპარაკებიან ერთმანეთს მთავრობები, როდესაც ისინი ცდილობენ საერთო კლუბში გაწევრიანებას.

მესმის, რომ თქვენ ცდილობთ პირდაპირ არ უპასუხოთ ჩემს კითხვას, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს ეხება რუსეთთან მიმსგავსებულ კანონმდებლობას ამ ეტაპზე, თუ ეს არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა არჩევანი, არჩევანი არ იყოს დასავლეთის ნაწილი, მისი ხალხის განცხადებული მიზნის საწინააღმდეგოდ?

მე ვპასუხობ იმას, რისი პასუხიც შემიძლია. ის, რაც ახლა მაგიდაზეა, არის ეს რუსეთის მაგალითზე დაფუძნებული უცხოეთის აგენტების კანონი. ჩვენ და ევროკავშირმა ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს, რათა ორგანიზაციებმა გააკეთონ ის, რაც მთავრობამ თქვა, რომ მას სურს. გვინდა ეს ერთად გავაკეთოთ. რა გზას აირჩევს ქართული ოცნება, ეს მათი გადასაწყვეტია"-აცხადებს ბრიენი.

ო'ბრაიენი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გაუკვირდა, რამდენად ცუდად იყო ინფორმირებული ოცნების დამფუძნებელი.

"ვნახეთ, მოგეხსენებათ, ქართული ოცნების დამფუძნებლის გამოსვლა. ცოტა გამიკვირდა, რამდენად ცუდად იყო ის ინფორმირებული. მის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები არაა დაწესებული. როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ სანქციების ქვეშ იმყოფება და ვიმედოვნებ, ინფორმაციის სხვა წყაროს იპოვის, დაელაპარაკება ადამიანებს, რომლებსაც ესმით დასავლეთი და ვინც წარსულში მას სიმართლეს ეუბნებოდა. ჩვენ ძალიან გვსურს, ვიხილოთ ასეთი საუბარი, რადგან სირცხვილია, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი რაღაც დეზინფორმაციის საფუძველზე მოქმედებს"-აცხადებს იგი.

 

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა