ოპოზიცია ამ კანონს უბრალოდ იყენებს საბაბად და მათი რეალური განზრახვა არის რევოლუციის მოხდენა - ეკა სეფაშვილი

სულ ნახვები : 156
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოპოზიციის მხრიდან არც ერთი არგუმენტი არ მოგვისმენია, რომელიც საშუალებას მოგვცემდა რამე ცვლილება შეგვეტანა კანონში, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წარმომდგენელმა ეკა სეფაშვილმა დღეს, 6 მაისს „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ეს კანონი ფარად აქვს და მისი დახმარებით რევოლუციის მოხდენა სურს ქვეყანაში.

„ოპოზიციის მხრიდან არც ერთი არგუმენტი არ მოგვისმენია, რომელიც საშუალებას მოგვცემდა რამე ცვლილება შეგვეტანა კანონში ისე, რომ ის უკეთესი გამხდარიყო, უკეთ მომსახურებოდა დასახულ მიზანს. ოპოზიცია ამ კანონს უბრალოდ იყენებს საბაბად და მათი რეალური განზრახვა არის საქართველოში რევოლუციის მოხდენა ხელისუფლების ხელში ასაღებად. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კარგად აცნობიერებს ამ კანონპროექტის მიზანსაც და მომხრე არის ქვეყნის სუვერენიტეტის“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა