იან კელი: თუ რუსულ კანონს მიიღებენ, სანქციები აუცილებლად იქნება!

სულ ნახვები : 110
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოში  ამერიკის შეერთებულუ შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი ტელეკომპანია პირველთან საუბარში ამბობს, რომ

სანქციები აუცილებლად იქნება.

იან კელის განცხადებით, "ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შესაბამისი პაკეტის მზადება უკვე დაწყებულია და ახლა სახელმწიფო დეპარტამენტი კანონპროექტის კანონად ქცევას ელოდება.

_ "ქართულ ოცნებას" მოუწევს შესაბამისი საფასურის გადახდა და ვიცით რა არის ეს ფასი. ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შეუძლია სანქციების გამოყენება. ფინანსური სანქციები, საბანკო ანგარიშების გაყინვა, ამერიკასა და ევროკავშირში შესვლის და მოგზაურობის აკრძალვა. თუ საბოლოოდ კანონს გაიტანენ, თუ ძალადობას გააგრძელებენ ე.წ. ტიტუშკებისა და პოლიციის საშუალებით, თვალსაჩინოა, რომ ამისთვის ფასის გადახდა მოუწევთ.  სანქციების გამოყენება უკვე ვნახეთ მოსამართლეების წინააღმდეგ, მაგრამ იგივე უნდა მოხდეს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ კანონს იღებს. სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე ემზადება, გეგმავს რაღაცის გაკეთებას, უბრალოდ, ელოდება კანონპროექტის კანონად ქცევას. სანქციები აუცილებლად იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება!, _ აღნიშნავს იან კელი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა