სამოქალაქო აქტივისტები დღეს გმირთა საფლავებს მიაგებენ პატივს

სულ ნახვები : 267
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ახალგაზრდები დღეს გმირთა საფლავებს მიაგებენ პატივს, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა ზვიად ცეცხლაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპროტესტო აქციები უკვე ხვალიდან, 7 მაისიდან განახლდება. მისივე  თქმით, ამ მუხტის განელება არ შეიძლება, რადგან სასწორზე ჩვენი ქვეყნის მომავალი დევს.

„იდეაში გვაქვს, რომ დღეს რამდენიმე ადამიანი გმირთა სასაფლაოებზე გავიდეთ და პატივი მივაგოთ, დღევანდელი დღიდან გამომდინარე, გიორგობაც არის. ვფიქრობთ, რომ ხვალიდან იქნება ძველებული  საპროტესტო მსვლელობები, რისი გაჩერებაც, რა თქმა  უნდა, არ შეიძლება, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი , ჩვენი ქვეყნის მომავალი, მაშასადამე, თითოეული ჩვენთაგანის ბედი დევს სასწორზე, აქ უკან დახევა  თვითმკვლელობის ტოლფასია“, -აღნიშნა ზვიად ცეცხლაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა