ხატია დეკანოიძე: ივანიშვილზე დაწესდება ფინანსური სანქციები

სულ ნახვები : 1,003
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის წევრი "ევროოპტიმისტებიდან" ხატია დეკანოიძე დასავლეთიდან მკაცრ სანქციებს ელოდება.

ტვ პირველთან საუბარში დეკანოიძემ თქვა, რომ ეს ხელისუფლების ღიად პრორუსული გზავნილების პასუხი იქნება.

„როდესაც წყვეტ ურთიერთობას აშშ-თან, ავტომატურად გადადიხარ რუსულ ორბიტაზე, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ჩვენ განვიხილოთ როგორც ივანიშვილის პრორუსული დოქტრინის საბოლოო ფაზის გამოვლინება. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით ძალიან მკაცრ რეაგირებას და რეაქციას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, განსაკუთრებით თუ მათ გადაწყვიტეს, მესამე მოსმენითაც დაუჭირონ მხარი და ასევე შეეცადონ ვეტოს დაძლევას. სავარაუდოდ, ეს იქნება შეზღუდვა გადაადგილებაზე სხვადასხვა დასავლურ ქვეყნებში, სავარაუდოდ, ეს იქნება ფინანსური სანქციები ივანიშვილზე“, - ამბობს დეკანოიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა