ბათუმში დღეს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“, - ამ გზავნილით ბათუმში აქცია დღეს, 18 საათზე გაიმართება. ახალგაზრდები ტრადიციულად შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან.

მათი განცხადებით, სოლიდარობას უცხადებენ დედაქალქში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებს, მხარს უჭერენ ქვეყნის ევროპულ განვითარებას და აპროტესტებენ  რუსული კანონის მიღებას.

ახალგაზრდების თქმით, აქციის შემდეგ მსვლელობით გაემართებიან გმირთა ხეივნისკენ, სადაც პატივს  მიაგებენ საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ გმირებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა