დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციას მსხვერპლი სურს

სულ ნახვები : 187
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ოპოზიციამ ახალგაზრდების გულწრფელი ემოცია  შესაძლოა, მათ წინააღმდეგვე გამოიყენოს.

„პოლიტიკურ უმცირესობას ქართული კანონი და მისი რუსულობა  დაავიწყდა, მის შინაარსში საერთოდ არ შესულან და არც ახლა აპირებენ. ისინი აკერმანის სცენარის მიხედვით მიყვებიან რევოლუციის განვითარებას. ფსიქოემოციური აფეთქებისთვის მსხვერპლი სურთ. მათი ეს ზრახვები არის სახიფათო, გარდა იმისა, რომ მიუღებელია. ამიტომ სიფრთხილე მართებთ ახალგაზრდებს, ბავშვებს და მათ მშობლებსაც, რომ გულწრფელი ემოცია არ იყოს გამოყენებული ქვეყნის საწინააღმდეგოდ და იმ ხალხის სასარგებლოდ“, –  განაცხადა ხუნდაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა