დიეგო მარადონას ოჯახი ფეხბურთელის საფლავის გათხრას ითხოვს

სულ ნახვები : 522
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დიეგო მარადონას ოჯახი ფეხბურთელის საფლავის გათხრას და ნეშტის  სხვაგან გადასვენებას ითხოვს.

ლეგენდარული არგენტინელი 2020 წლის ნოემბერში გულის შეტევით გარდაიცვალა.  ის ბუენოს-აირესის გარეუბანში, ბელა ვისტას კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს.

მარადონას ოჯახი ახლა ითხოვს მისი საფლავის გათხრას და ბეშტის  არგენტინის დედაქალაქში მემორიალ დელ დიესის მავზოლეუმში გადატანას.

სასამართლოსადმი გაგზავნილ წერილში ფეხბურთელის ახლობლები აღნიშნავენ, რომ მავზოლეუმი არის ბევრად უსაფრთხო ადგილი, ვიდრე ახლანდელი სამარხი და რომ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება, პატივი მიაგოს არგენტინის უდიდეს კერპს. ბუენოს-აირესის სასამართლოს ამ მიმართვაზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.

გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 2020 წლის ნოემბერში, დიეგო მარადონას ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. გამომძიებლების თქმით, სახლში მოვლისას სერიოზული შეცდომები იქნა დაშვებული.

ამის გამო 4 ივნისს სასამართლო პროცესი დაიწყება, რომელზეც მარადონას პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე, ფეხბურთელის ფსიქიატრი და კიდევ რამდენიმე ექიმი წარსდგება. პროკურატურა მათ განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს. ყველა ეჭვმიტანილი ბრალდებას უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა