ჩავალთ ყველა რეგიონში და ვიდგებით რიგით დემონსტრანტებად - ეკა გიგაური

სულ ნახვები : 156
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩავალთ ყველა რეგიონში, სადაც იგეგმება აქციები და ვიდგებით რიგით დემონსტრანტებად, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა  დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისი  თქმით, ეს არის საერთო ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

„ძალიან ბევრ რეგიონში  უკვე არის დანონსებული აქციები, მსვლელობები, რომელსაც აორგანიზებენ ის აქტიური ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, კონკრეტულ რეგიონებში. აქ არიან ახალგაზრდული ჯგუფები, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მხრივ, ჩვენ შევეცდებით აბსოლუტურად ყველგან ჩავიდეთ და შევუერთდეთ მათ. ეს ყველას ბრძოლაა, ჩვენ ყველა ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ამიტომ ჩავალთ ყველა იმ რეგიონში, სადაც იგეგმება  ეს აქციები და ვიდგებით რიგით დემონსტრანტებად“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა