„აბა, გაბედოს ვინმემ ჩემზე თავდასხმა, დოუნაყავ ცხვირ-პირს“ - ირმა გორდელაძე

სულ ნახვები : 216
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 „აბა, გაბედოს ვინმემ ჩემზე თავდასხმა, დოუნაყავ ცხვირ-პირს“,  - აცხადებს , პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი ირმა  გორდელაძე, რომელიც პედაგოდ ლადო აფხაზავასა და მის შვილზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს ეხმიანება.

გორდელაძე პედაგოგებს გააქტიურებისკენ  მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ  ეს ფაქტი ყველა პედაგოგზე თავდასხმაა.

„გუშინ მარტო ლადო აფხაზავაზე თავდასხმა  კი არ მოხდა, არამედ ეს იყო საქართველოს ყველა მასწავლებელზე ფიზიკური თავდასხმა. მინდა მოვუწოდო საქართველოს პედაგოგებს - ხალხო, თქვენი გაქრობა უნდათ ამ ორბიტიდან, დაფიქრდით ცოტა! აქეთ დაგიკაკუნებენ თუ იქით დაგიკაკუნებენ თავში, რა მნიშვნელობა აქვს? ღირსეულ მხარეს დადექით და ახალგაზრდების მხარეს დადექით!. მე სხვათა შორის მეწყინა  ლადოს ჰუმანურობა... აბა გაბედოს ვინმემ ჩემზე თავდასხმა, დოუნაყავ ცხვირ-პირს“ - განაცხადა ირმა გორდელაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა