სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

სულ ნახვები : 169
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...


სამოქალაქო აქტივისტების გადაწყვეტილებით დღეს რუსთაველზე აქცია არ გაიმართა.  ახალგაზრდები  ყვავილებითა და  სანთლებით  მუხათგვერდის სასაფლაოსა და გმირთა მემორიალთან მივიდნენ და   საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. 

მათი თქმით, ზუსტად ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ საქართველო დღევანდელ დღემდე მოვიდა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, გიორგობაა, წმინდა გიორგი არის  ბრძოლის სიმბოლო, ამდენად საჭიროდ ჩავთვალეთ პატივი მიგვეგო იმ  ადამიანებისთის, რომლებმაც საქართველოსთვის გადადეს თავისი სიცოცხლე, გვჯერა ისინი იამაყებდნენ ჩვენით და ჩვენც ვამაყობთ მათით“, - განაცხადეს სამოქალაქო აქტივისტებმა. 

მათივე თქმით, საპროტესტო აქციები  პარლამენტთან ხვალ, 19 საათიდან განახლდება.  აქციები გაიმართება რეგიონებშიც,  7 მაისს  თელავში, 8 მაისს - ქუთაისში, შემდეგ ისევ ბათუმში, 11 მაისს კი მასშტაბური აქცია გაიმართება თბილისში, რის შემდეგაც უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება რუსული კანონის მესამე მოსმენამდე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა