უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შექმნა

სულ ნახვები : 363
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უხვმა ნალექმა დედაქალაქის  სხვადასხვა რაიონში პრობლემები შექმნა, - ამის შესახებ განცხადებას  თბილისის მერია ავრცელებს. 

სტიქიამ განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი. კერძოდ, მერიის ცნობით, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.

 „უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები გამოიწვია დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში.

განსაკუთრებით დაზარალდა გლდანის რაიონი, კერძოდ, მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა.

რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევის და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს.

ყველა რაიონში, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, შედეგების აღმოფხვრაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გამგეობებისა და მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები“, -აცხადებს მერია.

თბილისის მერიის ცნობით,  პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა