ნუთუ ასეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე? - იონათამიშვილი მეთიუ მილერზე

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ თუ აშშ-ს მოსახლეობა იმსახურებს ქვეყანაში გამჭვირვალობას, იმავეს იმსახურებს ქართველი ხალხიც. 

მისი თქმით, ეს კანონი არ არის რუსული და არის ანალოგი იმ კანონის, რომელიც მოქმედებს აშშ-ში. 

„ნუთუ ასეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, რომ ფაქტობრივ ტყუილს იტყვიან და ამას აქ ვინმე დაიჯერებს? არც კეზერაშვილი და ალასანია წარმოადგენენ მთავრობას და არც „დროა“ და „გირჩი“ არასამთავრობო ორგანიზაციებს. სწორედ, ამერიკის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის ხელშეწყობაა FARA-ს მიზანი და თუ გამჭვირვალობას იმსახურებს ამერიკელი ხალხი, ქართველი საზოგადოებაც იმსახურებს მას!“, -განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა