მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, თუ როგორ იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე ივანიშვილის დავალებით - ლაშა ფარულავა

სულ ნახვები : 1,328
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ჩვენ მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით. ეს არის ხარება, გოგა მემანიშვილი და ყველა ის რობოკოპი, რომლის სანომრე ნიშანი, მათ შორის რამდენიმე სიუჟეტში არის ასახული, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და ყველა პირი დაისაჯოს“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ  გენერალურ პროკურატურასთან, სადაც  პარტიის იურისტთან ლაშა ტყეშელაძესთან ერთად  ბრიფინგი გამართა.

ფარულავას თქმით, ითხოვენ გამოძიების დაწყებას.

“ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა არ არის მხოლოდ სასტიკი ძალადობა, არამედ არის პოლიტიკური და ფიზიკური ანგარიშსწორება ყველა იმ ოპოზიციონერზე, პროდასავლურ ლიდერზე, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ გატეხა ივანიშვილის რეჟიმმა. მეშვიდე დღე დაიწყო და გამოძიება არ დაწყებულა, როცა მათი პირდაპირი ვალდებულებაა დაწყებულიყო გამოძიება ლევან ხაბეიშვილის თავდასხმის ეპიზოდზე და მათ შორის ყველა იმ ახალგაზრდის ცემაზე, რომელიც მოდის ივანიშვილის რეჟიმისგან, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ დაიწყოს გამოძიება ყველა ამ ძალადობაზე, ვინაიდან ეს არის პროკურატურის პირდაპირი ვალდებულება, მათ გააჩნიათ პასუხისმგებლობა, რომ მაღალი სტანდარტით, როგორც სამართლებრივ ისე პოლიტიკური სტანდარტით შემოგვთავაზონ გამოძიება. ჩვენ მოვიტანეთ ფოტო მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეო მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ძალადობს ივანიშვილის რეჟიმი ლევან ხაბეიშვილზე.

ფოტომასალაში ჩამოთვლილი გვყავს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ივანიშვილის დავალებას. ეს არის ხარება, გოგა მემანიშვილი და ყველა ის რობოკოპი, რომლის სანომრე ნიშანი, მათ შორის რამდენიმე სიუჟეტში არის ასახული, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და ყველა პირი დაისაჯოს. რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ივანიშვილის პროკურატურა და შოთაძე დაიწყებს გამოძიებას, თუმცა ყველას შევახსენებ, რომ ამ ძალადობას არ აქვს ხანდაზმულობა და აუცილებლად ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა