ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში, ეს უტოლდება წამებას - ლაშა ტყეშელაძე

სულ ნახვები : 80
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში. ჩვენი კანონით, ჩვენი კონსტიტუციით ეს უტოლდება წამებას -  განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე.  

ტყეშელაძის თქმით, გამოძიება  უნდა დაიწყოს 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობა.  

„დღეს დუმს საქართველოს პროკურატურა და დუმს მთავარი პროკურორი. დღეს დუმს კაციტაძის უწყება და მათ პირდაპირ კანონი ავალდებულებს, რომ აღნიშნული დანაშაული გამოიძიოს. ეს არის მათ კისერზე და ეს დანაშაული აუცილებლად უნდა გამოიძიონ. ეს არის უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლით. „ტვ პირველზე“ გავიდა სიუჟეტი, სადაც ჩანს სპეცნომრები რობოკოპების და თუ დაინტერესდებიან ძალიან მარტივი დასადგენია თუ ვინები არიან, ვინ იძალადა და როგორ იძალადა, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი საკითხი - ლევან ხაბეიშვილზე უმოწყალოდ ძალადობდნენ 20 წუთის განმავლობაში. ჩვენი კანონით, ჩვენი კონსტიტუციით ეს უტოლდება წამებას და გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს 144-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რომელიც არის წამება, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობა და მე ყველას შევახსენებ, რომ მათთან აუცილებლად მივა კანონი და სამართალი, რადგან ამ დანაშაულს არ აქვს ხანდაზმულობა და ეს ძალადობა არავის არ შერჩება.“ - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა