შეშფოთებულები ვართ იმ კანონპროექტით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას - იოჰან ფორსელი

სულ ნახვები : 98
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრი იოჰან ფორსელი იმყოფება. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენთან.  ამ დროისთვის კი იოჰან ფორსელი შვედეთის საელჩოში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის წინ მან მედიას განუცხადა, რომ შეშფოთებულია იმ კანონმდებლობით, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი გეგმავს. 

„ის არ შეესაბამება იმ თანამშრომლობას, რომელიც გვინდა და ასევე ჩვენს მოსაზრებებს სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით... მე ვერ ვუკარნახებ საქართველოს ხელისუფლებას, რა უნდა გააკეთოს, უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ კანონპროექტით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვიხილეთ ტერმინები, როგორიცაა უცხო ძალა და მინდა გითხრათ, რომ შვედეთი არის საქართველოს მეგობარი“,  - განაცხადა ფორსელმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა