Financial times ივანიშვილზე: საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ბრუნდება

სულ ნახვები : 253
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

გავლენიანი გამოცემა Financial times საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე და ბიძინა ივანიშვილზე აქვეყნებს სტატიას შემდეგი სათაურით - საქართველოს მარიონეტების პატრონი მოსკოვისკენ ბრუნდება.

Financial times წერს, რომ "ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კავკასიური ერი რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს". 

"ოლიგარქი, რომლის ქონება 5 მილიარდი დოლარია, რაც ქვეყნის მშპ-ს ერთი მესამედის ტოლია, ძალაუფლებას, დიდწილად კულისებს მიღმა ფლობდა. პრო-სამთავრობო მიტინგზე ივანიშვილის გამოსვლა, იყო მხარდაჭერის დემონსტრირება უკიდურესად საკამათო "უცხოელი აგენტების" კანონის მიმართ. კანონპროექტმა გამოიწვია ქვეყანაში ყველაზე დიდი დემონსტრაციები ბოლო ათწლეულების განმავლობაში. 

თუმცა, გასულ კვირას ის მთიდან ჩამოვიდა, რათა კონსპირაციული, ანტიდასავლური სიტყვით გამოსვლა ჰქონოდა, რომელშიც მან საქართველო წარმოადგინა, როგორც "ომის გლობალური პარტიის" და სამოქალაქო უფლებების დამცველ ჯგუფებს შორის მისი სავარაუდო აგენტების მსხვერპლი... საქართველოს მთავრობის დაახლოება მოსკოვთან სამი წელია მიმდინარეობს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიუხედავად. მაგრამ ანალიტიკოსები და მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ უცხოური აგენტების კანონი და ივანიშვილის გამოსვლა, რომელშიც ის კრემლის ხაზებს იმეორებდა, გარდამტეხ მომენტს ნიშნავს და რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ახლა ისევ რუსეთის ორბიტაზე ბრუნდება, - წერს Financial times.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, შესაძლოა განპირობებული იყოს იმით, რომ როგორც ბევრი რუსი ოლიგარქის შემთხვევაში, ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებსაც საფრთხე ემუქრება, თუ ის კრემლის ხაზს არ დაემორჩილება. კიდევ ერთი შესაძლო ახსნა, სტატიის მიხედვით, არის ის, რომ ივანიშვილი რეაგირებს ევროკავშირის მოთხოვნაზე - საქართველომ მკვეთრად შეზღუდოს ოლიგარქების გავლენა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა