ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერია, ვიდრე ივანიშვილი - ადამ კინზინგერი

სულ ნახვები : 182
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი  კიდევ ერთხელ ეხმაურება.

"ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას წარმოადგენს რუსეთი. მათ ძალიან მკაფიოდ თქვეს, რომ არ სურთ, რუსეთის ნაწილი იყვნენ. ბოლო დროს საქართველოს მმართველმა პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა რუსეთთან ერთად დააყენა და ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დასავლეთს სურს საქართველო ომში ჩაერთოს რუსეთთან. ეს არის სისულელე. ახლახან "ქართულმა ოცნებამ" დააიინიცირა კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ უცხოეთის აგენტებად. ეს კანონი მოფიქრებულია "ქართული ოცნების" პატრონების მიერ მოსკოვში. ამის გამო, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩებში, რასაც მთავრობამ დემონსტრანტების სასტიკი დარბევით უპასუხა. როგორც აშშ-ის კონგრესში საქართველოს ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარეს, მე მაქვს გზავნილი ქართველი ხალხისთვის _ იყავით ძლიერები; საქართველოს პოლიციისთვის _  ნუ დაჩაგრავთ საკუთარ ხალხს. ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერია, ვიდრე ივანიშვილი", - აღნიშნავს კინზინგერი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა