სახელმწიფოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი - სტრასბურგი გავრილოვის ღამეზე

სულ ნახვები : 238
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

საქართველოს სახელმწიფოს 2019 წლის 20-21 ივნისის ღამის დარბევების დროს დაზარალებული პირებისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 153 600 ევროს გადახდა მოუწევს. 

ამის შესახებ დღეს, 7 მაისს საიას ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა. 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც აერთიანებს ოცდაექვსი პირის ფაქტობრივ გარემოებებს. ეს ადამიანები 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს არიან დაზარალებული, მათ შრის საია 22 პირის ინტერესებს წარმოადგენდა ადამიანის ევროპულ სასამართლოში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან ერთად. 22 ადამიანს შორის არიან, მშვიდობიანი აქციის მონაწილე 10 პირი, მედიის 11 პირი და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი 1 პირი. წარმოდგენილ საჩივრებში, მომჩივნები, ევროპული კონვენციის მესამე მუხლის, მეათე მუხლის, მე-11 მუხლის და მე-13 მუხლის დარღვევებზე დაობდა. საიამ საფუძვლიანად შეისწავლა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები, მოიპოვა მტკიცებულებები და ადამიანის ევროპული სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ სახეზე იყო შემდეგი დარღვევები: გამოყენებული ძალის უკანონობა  და არაპროპორციულობა, დაკავების შემდგომ პროცესებში არა პროპორციულობა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. გამოძიების არაეფექტიანობა, რაც ვლინდებოდა გამოძიების გაჭიანურებაში, სტატუსი მინიჭების პრობლემებში და ა.შ. ამ ყველაფერთან მიმართებით, ადამიანს ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა მესამე მუხლის, წამების აკრძალვა და სახელმწიფოს დააკისრა ჯამში 153 600 ევროს გადახდა კომპენსაციის სახით იმ პირებისთვის, რომელთა ნაწილშიც დაადგინა დარღვევა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონია შესაბამისი ნებელობა და არ ჩაუტარებია გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას დაადგენდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ოთხ ნახევარი წლის შემდგომ, გამოძიება არანაირ დასკვნამდე არ არის მისული, სახელმწიფომ არ შეაფასა ხელმძღვანელი პირების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეს პირები პირდაპირ იყვნენ მითითებული სახალხო დამცველის რეკომენდაციებში. სასამართლოს მტკიცებით, სახელმწიფოს არ ჩაუტარებია მოვლენების სისტემური ანალიზი. არ არსებობს სრულყოფილი ანალიზი მოვლენათა სისტემურობის და აქციის დაშლის თაობაზე, რაც ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას. სახელმწიფოს ვალდებულება რის, რომ მსგავსი სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან, ამოცნობადები იყვნენ, რაც ამ საქმეზე ასევე წარმოადგენდა პრობლემას“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა