მთავრობა საპენსიო სააგენტოს სახელს უცვლის და საკუთარ დაქვემდებარებაში გადააქვს

სულ ნახვები : 571
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მთავრობა საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემის რადიკალურ შეცვლას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა. 

კანონპროექტის თანახმად, უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო და  სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა მთავრობის დაქვემდებარებაში გადავიდეს.  იცვლება  საპენსიო სააგენტოს სახელიც, მას საპენსიო ფონდი დაერქმევა.

კანონპროექტის თანახმად, საინვესტიციო საბჭოს 15 წევრისგან დაკომპლექტებული საპენსიო ფონდის საბჭო ჩაანცვლებს.  ახალი საბჭოს დაკომპლექტებაში პარლამენტის წვლილი რადიკალურად მცირდება და ის ფაქტობრივად მთლიანად მთავრობის მხარეს გადადის.

15 წევრისგან დაკომპლექტებულ 2 წევრს პირდაპირ საქართველოს მთავრობა დანიშნავს, დანარჩენი წევრების შერჩევა კი ღია კონკურსით მოხდება, თუმცა მათი შესარჩევი კომისია ამჟამად არსებული მოდელისგან განსხვავებით პირდაპირ მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტდება.

საქართველოს მთავრობა საპენსიო ფონდისთვის ფაქტობრივად სახელმწიფო ბანკის ფუნქციების მინიჭებას გეგმავს. ფონდს შესაძლებლობა მიეცემა სხვადასხვა აქტივში ინვესტირების რაც ფონდის მიერ შეიძლება იყოს რაიმე მსხვილი პროექტის დაფინანსება ან პირდაპირი კრედიტის გაცემა. 

ეს ნიშნავს, რომ საპენსიო ფონდს არსებული მდგომარეობით დაახლოებით 750-800 მილიონი ლარის ისეთ პროექტებსა და აქტივებში ჩადება შეეძლება, რომლებიც არც აქციებს და არც ობლიგაციებს არ წარმოადგენს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა