სტრასბურგის გადაწყვეტილება შეეხო არა ადამიანის უფლებების დარღვევას, არამედ გამოძიების ეფექტიანობას - ბექა ლილუაშვილი

სულ ნახვები : 126
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

პარტია საქართველოსთვის დეპუტატი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტენდენციურად შუქდება. 

ლილუაშვილის განცხადებით, 4 მუხლიდან, რაზეც მომჩივნები დაობდნენ, მხოლოდ ერთი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შეეხო არა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, არამედ გამოძიების ეფექტიანობას. 

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკვე რიგით მე-2 გადაწყვეტილება 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ღამეს განვითარებული მოვლენების ძალადობრივ ხასიათს. 4 მუხლიდან, რაზეც მომჩივნები დაობდნენ, მხოლოდ ერთი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შეეხო არა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, არამედ გამოძიების ეფექტიანობას. 

მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, განსაკუთრებით მედია საშუალებებს - ნუ მოახდენთ გადაწყვეტილების ტენდენციურ გაშუქებას! პირველი გადაწყვეტილება საერთოდ არ გააშუქეს, ეხლა, მხოლოდ ტენდენციურ გაშუქებას აქვს ადგილი ჯერ-ჯერობით“, - წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა