რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები - მაკა ბოჭორიშვილი

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ჩვენ უკვე ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია და 31 ევროპარლამენტარს შეეძლო დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება იმ რეზოლუციაში. არ ვიცი, სათქმელი რა დარჩათ რეზოლუციის მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროკავშირში ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა დღეს, 7 მაისს, 31 ევროპარლამენტარის მიერ, საქართველოსთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის, ჯოზეფ ბორელის მიმართ გაგზავნილ მიმართვის ტექსტს ეხმიანება. 

ბოჭორიშვილისთვის გაუგებარია მიზანი, იმ ევროპარლამენტარების ვინც ეს მიმართვა მოამზადა, თუმცა ამბობს, რომ 31 ევროპარლამენტარი ხელს ვერ შეუშლის იმას, რაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სურს. 

„თუმცა ეს არის დამატებითი ინსტრუმენტი, რომ ევროპარლამენტარები აქ რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებით ახალი ამბავი საქართველოში. მე დავსვამდი კითხვას, რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები. რამდენად არის ის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებში, როდესაც ხელისუფლებასაც და ხალხსაც, რომლის ნებასაც ხელისუფლება გამოხატავს, აქვს გაცხადებული სურვილი ევროკავშირში ინტეგრაციისა. საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ არის ხუმრობით გაკეთებული განაცხადი. ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული განაცხადი საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელიც ეფუძნება, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებას და მას 31 ევროპარლამენტარის განცხადება წინ ვერ დაუდგება“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა