ნიკა მელია კახა კალაძეს: ვინც რუსულ კანონს ვაპრორესტებთ, ყოველდღე ვიკრიბებით პარლამენტთან, მოდით, აირწინაღს ადგილზე დაგახვედრებენ

სულ ნახვები : 133
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

მმართველი პარტიის ლიდერებმა ახალი კამპანია წამოიწყეს და სოციალურ ქსელში ბანერები გამოფინეს, სადაც წერია: არა რუსულ კანონს.


მეოცნებეთა ანტირუსულ კამპანიას "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია გამოეხმაურა და სოციალური ქსელით კახა კალაძეს მიმართა. "არა რუსულ კანონს" ბანერსა და წარწერას ებრძოდნენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე, შლიდნენ და ხევდნენ, მაგრამ ბოლოს მიხვდნენ, ვერ ამარცხებენ ამ ბუნებრივ, ქართულ ამოძახილს, თან ეტყობათ ყველგან რომ უმცირესობაში არიან - და ასეთი თვალშისაცემი რომ არ იყოს მათი სიმცირე, შერჩენილი გულშემატკივრებიც რომ არ ჩამოეფანტოთ - "არა რუსულ კანონსო" დაიწერეს.

გაცვდა პროპაგანდა, ყველა მხრიდან გაცვდა - აღარც ნაცების ტოქსიკა მუშაობს, მათი მნიშვნელოვნად დასუსტების გამო, აღარც აკერმანის ბაკურიანის გეგმა, აღარც სოროსის....

სხვა დროა, სხვა ხალხია, სხვა პროცესია და სხვა პროტესტია, ხალხმა ოცნება უკვე აქცია წარსულად.

P.S. კახა კალაძე ვინც რუსულ კანონს ვაპრორესტებთ, ყოველდღე ვიკრიბებით პარლამენტთან, წამოიღეთ ეგ ბანერები და მოდით, საწვიმარსა და აირწინაღს ადგილზე დაგახვედრებენ", -  წერს ნიკა მელია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა