რაღაცა მოწიეს „ოცნებაში“, ჩვენ რომ გვაბრალებდნენ, იმაზე უარესი - იაგო ხვიჩია

სულ ნახვები : 184
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

რაღაცა მოწიეს „ოცნებაში“, ჩვენ რომ გვაბრალებდნენ, იმაზე უარესი, - აცხადებს „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია, რითაც ეხმიანება „ქართული ოცნების ლიდერების  ფეისბუკ პოსტებს, სადაც აღნიშნულია - „არა რუსულ კანონს, კი ევროპას, კი გამჭვირვალობას“.

 ხვიჩიას თქმით, უცნობია, რომელი რუსულ კანონს უცხადებენ ისინი უარს, რადგან რუსულ კანონს თავად იღებენ. 

„ვრცელდება  „ქართული ოცნების“ ლიდერთა ფეისბუქ პროფილები- „არა რუსულ კანონსო“, იძახიან. მე ვერ ვხვდები, რომელ კანონზე საუბრობენ საერთოდ. არას ეუბნებიან კანონს, რომელიც არ ვიცით, რომელია. „გლობალური ომის“ პარტიად დაასახელეს ხალხი, რომლებიც ვინ არიან, სახელები და გვარები არ გააჩნიათ. მე მგონი, რაღაცა მოწიეს ამ აღდომებზე, აქამდე რომ ჩვენ გვაბრალებდნენ იმაზე უარესი“, - აცხადებს  ხვიჩია. 

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ახალ ხრიკს მიმართეს, მოქალაქეების სეცდომაში შეყვანის მიზნით საპროტესტო აქციის წარმომადგენელთა გზავნილს  აზიარებენ, რომელსაც დამატებული აქვს „კი გამჭვირვალობას“ .

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა