არა რუსულ კანონს! - ქუთაისში აქცია-მსვლელობა გაიმართება

სულ ნახვები : 95
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

დღეს, 7 მაისს ქუთაისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობა გაიმართება. 

ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მსვლელობა 18:00 საათზე, ცენტრალური მოედნიდან დაიწყება და რუსთაველის გამზირზე მდებარე „ქართული ოცნების“ ოფისისკენ აიღებს გეზს, შემდგომ კი ქალაქის სხვა ქუჩებზე გაგრძელდება. 

„ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. 

7 მაისს, 18:00 სთ.-ზე გელოდებით ცენტრალურ მოედანზე. 

ცენტრალური მოედნიდან მსვლელობით გავემართებით რუსული ოცნების ოფისთან. 

ჩავივლით რუსთაველის გამზირს, გადავინაცვლებთ ჯავახიშვილის ქუჩით ბუხაიძის ქუჩაზე, ავალთ გამსახურდიაზე, აღმაშენებელი-ტაბიძის კვეთით დავბრუნდებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

ბოლო გაჩერება - რუსული რეჟიმის ქუთაისის ფილიალი (ქ. ქუთაისის მერია). 

ცვალებადი ამინდის გამო, დაგახვედრებთ საწვიმრებს.

გელოდებით ყველას, ვინც ევროპასა და რუსეთს შორის სწორ არჩევანს აკეთებთ. 

საქართველო გაიმარჯვებს! ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!

#არარუსულკანონს

#არარუსულრეჟიმს“, - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა