ყველაფერი უნდა გვაკეთოთ, რომ მისი მეფობა დასრულდეს - იულია ნავალნაია პუტინზე

სულ ნახვები : 207
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას, მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია ვიდეო მიმართვით ეხმიანება. 

მისი თქმით, პუტინის თითოეული სიტყვა არის ტყუილი და ფარსი, ისე როგორც ეს ხდებოდა ამ წლების მანძილზე, როდესაც ის ფიცს დებდა, საზოგადოების წინაშე, როგორც ქვეყნის ახლად არჩეული პრეზიდენტი. 

„დღეს ვლადიმერ პუტინი კვლავ დაადებს ხელს კონსტიტუციას, კვლავ დადებს ფიცს და მეხუთედ გახდება „არჩეული პრეზიდენტი“. გეტყვით რა მახსოვს პუტინის მმართველობის წინა 6 წლის შესახებ. ომი, პოლიტიკური მკვლელობები, რუსების გაღატაკება. არ არსებობს რუსეთის კეთილდღეობა, არ არის მშვიდობა და თავისუფლება ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ყველაფერი, რასაც პუტინი თავის გამოსვლებში ამბობს, ცარიელი დაპირებებია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კრიმინალური და კორუმპირებული ბანდა, რომელმაც რუსეთი დაიპყრო, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს და მისი მეფობა დასრულდეს“, - აცხადებს ნავალნაია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა