რა გავლენა ექნება ევროპარლამენტარების მიმართვას ბორელისთვის - პიტერ სტანის განმარტება

სულ ნახვები : 294
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ევროკომისიის პრესსპიკერმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, პეტერ სტანომ, 31 ევროპარლამენტარის მიმართვაზე, რომელიც მათ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირს, ჟოზეფ ბორელს გაუგზავნეს, აცხადებს, რომ ამ ტიპის საკითხებზე კონსენსუსი ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ ერთობლივად უნდა იქნას მიღწეული.

სტანოს შეფასებით, ცალკე აღებულ მსგავს ქმედებებზე კომენტარები არ კეთდება. 

„უპირველეს ყოვლისა, როგორც წესი, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სხვა პარტნიორების წერილებზე. რაც შეეხება პროცედურებს, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავშირდება, მიიღება ევროკავშირის წევრების მიერ ერთსულოვნად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც საქმე ეხება ინდივიდუალური ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ერთსულოვნად. ეს არის ის, რაც ხდება ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. შემდეგ დისკუსიების საფუძველზე და იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც ერთსულოვნად იღებენ წევრი სახელმწიფოები“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა