განვიცდი ყველაფერს, ჩემი პოზიცია ნათელია იქიდან გამომდინარე თუ სად გამოვდივარ - ბუზალაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე

სულ ნახვები : 237
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

გული მტკივა, განვიცდი ყველაფერს, ჩემი პოზიცია ნათელია იქიდან გამომდინარე თუ სად გამოვდივარ - ასე ეხმიანება მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც 9 მაისს საქართველოს მუსიკალურ კონკურს „ევროვიზიაზე“ წარადგენს, იმ პროცესებს რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. 

მისი თქმით, ის ყოველთვის იყო და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად, ისე როგორც მის ოჯახს სჩვევია. 

ბუზალაძის თქმით, ის მთავარ მესიჯს 9 მაისს, „ევროვიზიის“ სცენიდან გააჟღერებს. 

„ყველა ქვეყანაში სადაც ჩავდივარ ჩემი ქვეყნის დროშა ტრიალებს. მე არასდროს სხვა ქვეყნის სახელით კონკურსი მონაწილეობა არ მიმიღია, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება ყოფილა. მე ისეთი ადამიანის ოჯახიდან ვარ, რომ სხვაგვარად არ შეიძლება. მამაჩემი ყველა ომში იბრძოდა პირველ ხაზზე და ეს მებრძოლი ხასიათი მე გამოყოლილი მაქვს. ამიტომაც სიმღერა, რომელიც გამაქვს მინდოდა ყოფილიყო ჩვენი ქართველების და ქართველი ქალის, მებრძოლი ხასიათის წარმოსაჩენად და რა თქმა უნდა ჩემი მესიჯი ნათელია და ჩემი პოზიციაც ნათელია იქიდან გამომდინარე, თუ სადაც გამოვდივარ ახლა. როცა ვუყურებ იმ კადრებს რაც ხდება და რისი გადატანა უწევს ჩემს ხალხს, რა თქმა უნდა გული მტკივა და განვიცდი ამ ყველაფერს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 9 მაისს ჩემმა ხალხმა ძალიან იამაყოს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 9 მაისს შევძლო და გავაერთიანო ჩვენი საქართველო, ისე როგორც ეს ხდებოდა ამერიქან აიდოლის დროს და ჩემს მესიჯს მე სცენიდან გავაჟღერებ“, -განახადა ბუზალაძემ. 

ცნობისთვის, ნუცა ბუზალაძე 9 მაისს, „ევროვიზიის“ კონკურსზე მე-11 ნომრად წარდგება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა