მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილმა ნახოს რომ ვერანაირი მანქანებით ვერ შეგვაშინებს - გიორგი ჯგუშია

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნახოს რომ ვერანაირი მანქანებით ვერ შეგვაშინებს და ვერ მოგვადუნებს, - ამის შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ჯგუშია აცხადებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველა მეთოდს იყენებს საპროტესტო ტალღის ჩასახშობად, საპირისპირო შედეგს იღებენ.

„სიტუაცია არის უკიდურესად სერიოზული, სულის მღაფავ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლება მიდის ნებისმიერი მანქანებით გაუგონარ ძალადობაზე, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს საპირისპირო შედეგი და თქვენ ხედავთ, რომ საპროტესტო ტალღა არა თუ ცხრება უფრო და უფრო მაღალ რეგისტრზე და ტალღაზე გადადის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნახოს რომ ვერანაირი მანქანებით ვერ შეგვაშინებს და ვერ მოგვადუნებს“, - აცხადებს ჯგუშია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა