შეგინებით უნდათ შეაშინონ ხალხი, ვისაც დაკავებისა და ცემის არ შეეშინდა - ბორის ჩელე ყურუა

სულ ნახვები : 105
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტელეფონზე დარეკვითა და შეგინებით უნდათ შეაშინონ ხალხი,  ვისაც რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, დაკავების, ცემის არ შეეშინდა, - აცხადებს გირჩი მეტი თავისუფლების წევრი ბორის ჩელე  ყურუა. ის  ვარაუდობს, რომ სამოქალაქო აქტივისტებთან დარეკვისა და შეურაცხყოფის მიყენების იდეა „ოცნების“ დეპუტატს, დიმიტრი სამხარაძეს ეკუთვნის. 

„დიმიტრი სამხარაძე იტყოდა, „მოდი, ვინმეს დავურეკოთ, ვაგინოთ“, იმიტომ რომ იდიოტია აბსოლუტური, ერთუჯრედიანია, ამ ბრწყინვალე იდეას მის გარდა ვერავინ მოიფიქრებდა. ასე რეკავენ და უნდათ შეაშინონ ხალხი, ვისაც არ შეეშინდა რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, დაკავების, ცემის და ისინი უნდათ შეაშინონ ტელეფონზე დარეკვითა და შეგინებით. ჯერ როგორი არაკაცური საქციელია, ტელეფონზე რომ ურეკავ, აგინებ და უთიშავ, მერე ალბათ დაიწყებენ სახლებთან მოსვლას, კარებზე დაკაკუნებას და გაქცევას. საბოლოოდ, ჩვენ ყველანი ვხვდებით, რომ ეს რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება, ეს ადამიანები ვინც ამას აკეთბენ, იქნებიან იდენტიფიცირებულები. რაც შემდეგ მოხდება ყველას ძალიან გაგაოცებთ“, - აღნიშნა ყურუამ.

შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტებთან უცხო ქვეყნის ნომრებიდან რეკავენ, რუსულ კანონთან დაკავშირებით ეკითხებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა