11 მაისის აქცია უმნიშვნელოვანესია - გიორგი დუმბაძე

სულ ნახვები : 244
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აქცია, რომელიც 11 მაისს არის ჩანიშნული, უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ჩვენი არჩევანი, რომელიც დიდი ხნის წინ გავაკეთეთ ჩვენ და ეს არჩევანი კულტურის და დნმ-ის დონზე გვაქვს, ამ არჩევანის გარანტირებისთვის არის მნიშვნელოვანი, -ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, გიორგი დუმბაძემ დღეს, 8 მაისს განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე რეგიონების აქტიურობა 11 მაისს, რათა საპროტესტო მუხტი, რომელიც მიმართულია გადარჩენისკენ, ყველგან იგრძნობდეს.

„აქციებზე გამოსვლა რეგიონებში ვინც თბილისში ვერ ახერხებს ჩამოსვლას,ა რის მნიშვნელოვანი იმისისთვის, რომ გადავრჩეთ, არა მხოლოდ როგორც სუვერენული სახელმწიფო, არამედ იმისთვის, რომ გადავრჩეთ ის ადამიანები, ვისაც თავისუფლების ამბიცია გვაქვს“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 11 მაისს თბილისში, ევროპის მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა