აქციები იქნება პერმანენტული, სანამ 83 რუსი არ გაიწვევს რუსულ კანონს - ლუკა შველიძე

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აქციები გრძელდება რა თქმა უნდა როგორც ჩვენ ვთქვით, ეს აქციები იქნება პერმანენტული მანამ, სანამ 83 რუსი არ გაიწვევს ამ რუსულ კანონს უკან, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ლუკა შველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი არ დაიღლება და ისინი განაგრძობენ წინააღმდეგობის გაწევას ხელისუფლებისთვის.

„რაც შეეხება ხალხს, ხალხი არ დაიღლება სანამ ეს ადამიანები უპირისპირდებიან ჭავლს, წიწაკის სპრეის, გაზსა და მაინც დგანან აქციაზე. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავინახოთ ის ყველაფერი, რომ ეს ხალხი არ დაიღლება სამშობლოს დაცვით“, - განაცხადა შველიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა