საგანმანათლებლო დაწესებულებები „ოცნებას“ საკუთარი პარტიული კანტორა ჰგონია - ნინო კვიტაიშვილი

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ძალიან ტრაგიკულია ის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები „ქართულ ოცნებას“ საკუთარი პარტიული კანტორა ჰგონია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ნინო კვიტაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საბავშვო ბაღების აღმზრდელებს კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ფეისბუქპოსტების მოწონებას ავალდებულებენ, ადასტურებს, რომ  „ოცნება“ ამ ხალხს უყურებს როგორც მათი დავალებების შემსრულებელ ინსტრუმენტს.

„ძალიან ტრაგიკულია ის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები „ქართულ ოცნებას“ საკუთარი პარტიული კანტორა ჰგონია, აღმზრდელები კი, თავისი მიზნების განსახორციელებელი ინსტრუმენტი. ამ ადამიანებს „ქართული ოცნება“ და მათ შორის, რა თქმა უნდა, კახი კალაძე, ვისგანაც ეს დავალება წამოვიდა, არ უყურებს, როგორც მოქალაქეს, როგორც ადამიანს და ღირებულს, ისინი მათ აღიქვამენ უბრალოდ ინსტრუმენტებად, რომლებმაც გარკვეული ზეწოლითა და ხელფასის ხელიდან გამოცლის შანტაჟით შეასრულებინებს იმ დავალებებს, რომელიც მისთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ნინო კვიტაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა