ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ყველა ის პირი, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული - შალვა პაპუაშვილი

სულ ნახვები : 117
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ყველა ის პირი, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს, ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე, იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 „ნაციონალური მოძრაობა არა მხოლოდ მოძალადე ხელისუფლეა, არამედ მოძალადე ოპოზიციაა დ არის აღიარებული. ამიტომ ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ყველა ის პირი, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს, ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე, იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა ძალადობა და მუქარა არ  დარჩეს საზოგადოების თუ სახელმწიფოს რეაგირების გარეშე. დასასრულს აღვნიშნავთ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი წვლის შეიტანს საქართველოში გრძელვანიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფაში და შესაბამისად დეპოლარიზაციაში, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნააძ’, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა