აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს - ბაღის გამგე

სულ ნახვები : 65
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს - ასეთია თბილისის 103-ე ბაღის გამგის მზია კოტიაშვილის პასუხი მედიის წარმომადგენლებთან კითხვაზე, თუ რატომ აიძულებდა ის თანამშრომლებს, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის facebook-პოსტი მოეწონებინათ.

კოტიაშვილი თავდაპირველად, მისი მხრიდან თანამშრომლებზე, რაიმეს დაძალებას უარყოფდა თუმცა, ამის შემდგომ მან ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება აღიარა და განაცხადა, რომ არავის საქმე არ არის რას გააკეთებს ის, რადგანაც ეს ჯდება მისი გამოხატვის თავისუფლებაში.

„ვიღაცამ გატეხა ფეისბუქი და რაღაც დაწერა, მე ნამდვილად არ დამიწერია.

იცით რა არის? აზრის გამოხატვის უფლება მე მგონი ყველას აქვს და თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ამის გამო მე კითხვები დამისვან.

თქვენი საქმე არ არის“, - აცხადებს ბაღის გამგე.

ცნობისთვის, გუშინ, 7 მაისს გავრცელდა სხვადასხვა ბაგა-ბაღების ჩანაწერები, სადაც გამგეები აღმზრდელებს სთხოვენ კახა კალაძის პოსტი მოიწონონ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა