სუს-ის მორიგი არასერიოზული განცხადება ვნახეთ - ლევან ბეჟაშვილი

სულ ნახვები : 85
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მორიგი არასერიოზული განცხადება ვნახეთ, - ამის შესახებ დღეს, 8 მაისს ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, სამართალდამცავი უწყებები მოვალეები არიან დაიცვან, საქართველოს მოქალაქეების უფლებები.

„როდესაც თბილისის ქუჩებში დაუდგენელი პირები, ბანდები დათარეშობდნენ და მშვიდობიან დემონსტრანტებს, ახალგაზრდებს სცემდნენ, ძალადობდნენ მათზე, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკურ ლიდერებზე ძალადობენ, სახლში უვარდებიან, დღეს კონკრეტული მაგალითი გავრცელდა, სამართალდამცავი ორგანოები ისევ რაღაც საფრთხეებზე საუბრობენ. მათი პირდაპირი მოვალეობაა, დაიცვან საქართველოს მოქალაქეები იმ კრიმინალური ბანდებისგან, „ქართული ოცნების“ ზონდერებისგან, რომლებიც ყოველდღიურად ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე. გავიხსენოთ სატელეფონო ტერორის ბოლოდროინდელი მივლენები და ასე შემდეგ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა