კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია - პაპუაშვილი

სულ ნახვები : 147
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, ხედავს თუ არა რისკს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.

პაპუაშვილის განმარტებით, ევროპარლამენტარების გადასაწყვეტი ეს საკითხი საერთოდ არ არის.

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ნული არის ამის შანსი [მოხსნის შანსი], ბევრი მიზეზის გამო. როდესაც ასახელებთ ევროპარლამენტის წევრებს, იგივე ევროპარლამენტის წევრები და ევროპარლამენტიც, საბოლოო ჯამში, რეზოლუციის სახით გვთხოვდა, მოითხოვდა, რომ სააკაშვილი გაგვეთავისუფლებინა და ამას ასახელებდა, როგორც წინაპირობას კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის - სააკაშვილის გათავისუფლებას. ვნახეთ, რომ სააკაშვილი არ გათავისუფლდა, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. ევროპარლამენტის იგივე დეპუტატები საქართველოსგან ითხოვდნენ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა და ამით, ფაქტობრივად, საქართველო შეგვეყვანა სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან. ამას ითხოვდნენ და იყო წინაპირობა, რომ ევროკავშირის სანქციები გაგვეზიარებინა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭებინა ჩვენთვის. ვნახეთ, რომ სანქციები არ დაწესდა, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. ევროკომისია, როდესაც საუბარი არის ევროპარლამენტარებზე, პირდაპირ გვეუბნება, რომ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ ამ ევროპარლამენტარებს, ნული ყურადღება. მათი გადასაწყვეტი ეს საკითხი საერთოდ არ არის. ამიტომ ამ პარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მით უმეტეს, მათ მიმართ ნდობა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არსებობს დიდი კითხვის ნიშნები“- თქვა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა