სისულელეები ბოდვას და როშვას მოეშვით - ვაშაძე პაპუაშვილს

სულ ნახვები : 183
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რომლითაც ის დღეს, 8 მაისს გაკეთებულ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, ერთგვარ რეესტრთან დაკავშირებით, ხელისუფლება არის აგონიაში, რადგანაც შინაგან ჩამოშლას განიცდის.

ვაშაძემ მოუწოდა პაპუაშვილს მოეშვან არარეალური განცხადებების კეთებას.

„პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადდება ვნახეთ, რომელიც მათ სისუსტეზე და შიდა ჩამოშლაზე მიუთითებს პირდაპირ რომ ვთქვათ, სხვა არაფერი კომენტარის გაკეთება შეიძლება იმ რეალობას აცდენილ განცხადებაზე, რომელიც მან აკეთა. სირცხვილია საერთოდ რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებს. ჩვენ ყველას გვახსოვს ბოლოს ასლან აბაშიძე აპირებდა ასეთი სიების გაკეთებას და ხუთ დღეში მისი ხელისუფლება დამთავრდა და დარწმუნებული ვარ, რომ არც ის მორალური პოზიცია, რომლის ჩამოყალიბებაც უნდათ და არც ეს სიები არ  იმუშავებს და ჩვენი სრული მხარდაჭერა ყველა პროტესტში მონაწილე ადამიანს, ყველას უფლებებს დავიცავთ და ყველას გვერდში დავუდგებით. რაც მთავარია ქვეყანა და ერი ერთიანია. ახლა მინდა შალვა პაპუაშვილს დავუსვა კითხვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობთ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასეთ? ახალგაზრდებს, რომ თავპირი დაამტვრიეთ, ჩვენი კოლეგა ლევან ხაბეიშვილი სასტიკად რომ სცემს და ანგარიში გაუსწორეს თქვენს თვალწინ, ერთი სიტყვა არ გითქვამთ ამაზე. ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხარტ? საიდან  მოხვედით? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს თქვენი არაადეკვატური განცხადებები? მაგრამ მე ხომ ძალიან კარგად ვიცი და კიდევ ბევრი ინფორმაცია გვაქვს, როგორი ჩამოშლა გაქვთ შიგნით, როგორი მძიმე ვითარება გაქვთ საჯარო სამსახურებში, პოლიციაში და მათ შორის პარლამენტის შიგნით, დადაც ძალიან ბევრი ფიქრობ უკვე რომ ხელი არ უნდა მოაწერონ  ამ თქვენს არაქართულ ქმედებას. ეს ყველაფერი რატომ ხდება ქვეყანაში? იმიტომ რომ თქვენმა მბრძანებელმა გადაწყვეტილება მიიღო, რუსული კანონი უნდა მიიღოს და ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს საქართველოში, რომელიც არის ღირსეული ადამიანების ქვეყანა და თავისუფლების მებრძოლი ადამიანების ქვეყანა და თქვენ ვის უპირისპირდებით, ახალგაზრდებს და თქვენს ხალხს, რომლებსაც გულწრფელად უნდათ ამ ქვეყნის გაერთიანება და გაძლიერება? ამ სისრულეების როშვას და ბოდვას მოეშვით“, - განაცხადა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა