ჯერ „რუსული კანონი“ არ მიუღიათ და უკვე „ხალხის მტრების“ სიების შედგენას იწყებენ ბოლშევიკურ სტილში - ზაზა ბიბილაშვილი

სულ ნახვები : 435
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

“ოცნებამ” ყველა წითელი ხაზი გადალახა და საქართველოში გრძელვადიანი რუსული ავტორიტარიზმის ჩაბეტონება გადაწყვიტა განუცხადა Cnews-ს პოლიტიკური ფონდის „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ზაზა ბიბილაშვილმა  „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ.  მორალური რეესტრის შექნის დაანონსების შესახებ.

ბიბილაშვილის თქმით, ჯერ რუსული კანონი არ მიუღიათ და უკვე „ხალხის მტრების“ სიების შედგენას იწყებენ ბოლშევიკურ სტილში.

„ბოლშევიზმის აჩრდილი, რომელიც კარგა ხანია დაძრწის საქართველოში, დღეს რეალურ საფრხედ იქცა. ჯერ ის ავადახსენებელი კანონი არ მიუღიათ და რუსული რეჟიმი უკვე საკუთარ მოქალაქეებს ატერორებს და “ხალხის მტრების” სიებს ადგენს ადრეული ბოლშევიკების სტილში. შავ სიაში მოსახვედრად სოციალურ მედიაში რაიმე პოსტის უბრალო მოწონებაც კი საკმარისია - ეს გვიჩვენებს ამ ბოროტი, მტრული ძალის რეალურ მიზნებს. ეს არის საქართველოდან დასავლეთის განდევნისა და ქვეყნის რუსიფიკაციის დაჩქარებული გზა“, - განუცხადა Cnews-ს ზაზა ბიბილაშვილმა.

მისი თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა, ხელისუფლება ძალადობითა და ყველა ხერხის გამოყენებით ცდილობს ქვეყნიდან დასავლეთის განდევნას.

„ გავიხსენოთ სასტიკი თავდახმები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და უბრალო მომიტინგეებზე, გუშინდელი თავდასხმა ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე შვედეთის საელჩოსთან, სატელეფონო ტერორი, რომელიც უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს… მდგომარეობა საგანგაშოა. რუსული კანონის მეორედ ინიცირებით, დასავლეთის აზრის ცინიკური იგნორირებით, ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მიმართ მტრული რიტორიკით, “ოცნებამ” ყველა წითელი ხაზი გადალახა და საქართველოში გრძელვადიანი რუსული ავტორიტარიზმის ჩაბეტონება გადაწყვიტა. 29 აპრილის აქციაზე ივანიშვილის სიტყვა იყო პროდასავლური კურსზე ოფიციალური უარის ტოლფასი. დღეს “ოცნება” ძალაუფლების შესანარჩუნებლად საქართველოს მომავალს ყიდის. უფრო სწორედ, მათი ხელიდან უკვე გაყიდულები ვართ, ახლა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. აქ უკვე ევროკავშირის წევრობაზე კი არა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზეა საუბარი“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა Cnews-თან საუბრისას.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლება შექმნის ე.წ. მორალურ რეესტრს, სადაც თავს მოიყრის ყველა ის პირი, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული.

ირინა მაკარიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა