ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ მეთიუ მილერს აშშ-ის კანონმდებლობა არ ესმის

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არ შეიძლება, ამ დონეზე არ გესმოდეს შენი ქვეყნის კანონმდებლობა, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მეთიუ მილერის განცხადებას.

მისი თქმით, მილერის ეს განცხადება ძაბავს მდგომარეობას საქართველოში.

„მე ფიქრობ, რომ მაინც ეს არის ტყუილი, იმიტომ, რომ არ შეიძლება, ამ დონეზე არ გესმოდეს შენი ქვეყნის კანონმდებლობა. იმისთვის არის გამიზნული, რომ აქ შიდა დაძაბულობის აქსელერაცია ანუ წახალისება მოხდეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მეთიუ მილერის თქმით ამერიკული FARA, რომელზეც „ოცნება“ აცხადებს, რომ მისი ანალოგი კანონის მიღებას აპირებენ საქართველოში, არ შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა დატვირთვის მატარებელია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა