სახიფათო ამბავია - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ოცნების“ მიერ მოქალაქეების რეესტრის შექმნის დაანონსებაზე

სულ ნახვები : 141
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ასეთები რუსეთში ციხეებში ბევრნი სხედან, ფეისბუკზე ლაიკებისა და შეარების გამო,  - ამბობს „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე  მმართველი ძალის გადაწყვეტილებაზე შექმნას განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეთა რეესტრი.

ჯაფარიძის  თქმით, ხელისუფლების მხრიდან იმ ადამიანების რეესტრის გაკეთება, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია, განსხვავებული აზრი აქვთ, უკვე  სახიფათო ამბავია.

„თავისთავად ფაქტი სასაცილოა, რომ დააკოპირეს „მონა.ჯის“ იდეა, მაგრამ ის რომ რეესტრს აკეთებენ ადამიანებისას, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია, განსხვავებული აზრი აქვთ, ეს არის სახიფათო ამბავი. ვიცით, როგორც მუშაობს იგივე სისტემა რუსეთში. ასეთები ბევრნი არიან,  ციხეებში სხედან, ფეისბუკზე ლაიკებისა და შეარების გამო, ერთის მხრივ სასაცილოა, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა გვესმოდეს საით მიდის ეს პროცესი, საითაც მიდის, ეს საერთოდ არ არის სასაცილო ამბავი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა