მხედველობა ჯერ კიდევ არ მაქვს აღდგენილი, მთელი ცხოვრება თვალში ლაქა მექნება - ნიკა დემურიშვილი

სულ ნახვები : 275
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მხედველობა ჯერ კიდევ არ მაქვს აღდგენილი, - ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში, 1 მაისს, საპროტესტო აქციაზე, რეზინის ტყვიით დაშავებულმა, ნიკა დემურიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მას მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მოუხდება, რომ ლაქას უყუროს, რომელიც დარჩება მკურნალობის პროცესის შემდეგაც კი.

„კვლევები რაც ჩავიტარე, მითხრეს რომ მხედველობას არ დავკარგავ, მაგრამ ბადურა მაქვს გაწყვეტილი თვალის უკანა და ამ ბადურას აღდგენის შემდეგ, მთელი ცხოვრება მექნება თვალში ლაქა, რომელსაც ყოველდღე დავინახავ. მხედველობის დაკარგვას იმან გადამარჩინა, რომ ნიღაბი მეკეთა, თორემ მეც დავრჩებოდი ცალი თავლით. 99%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო რეზინის ტყვია, რადგანაც ისეთ ადგილას ვიდექი, სადაც ბარიკადები ჰქონდათ აღმართული და სხვა რამ ფიზიკურ ვერ იქნებოდა", - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა